უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან მოლაპარაკება გამართა. ამის შესახებ ის Telegram-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინა პარტნიორებისგან "კარგ ამბებს ელოდება".
"პარტნიორებს დეტალურად გავაცანი ოპერატიული ვითარება მთელ ფრონტზე. მოვუსმინეთ მეთაურებს და განვიხილეთ პრობლემები, რომლებიც ძალოვან დაჯგუფებებში წარმოიშვა. წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა ფრონტის ხაზზე მოვლენების განვითარების შესახებ.
გარდა ამისა, მხარეებმა განვიხილეთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჭურვების, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საჭიროება. ჩვენ კარგ ამბებს ველოდებით", - წერს ზალუჟნი.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი აღნიშნავს, რომ მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე.